როგორი იქნება თვითმმართველობის სისტემა დედაქალაქში?

878
დედაქალაქს ექნება განსაკუთრებული სტატუსი, რომელშიც კონცენტრირებული იქნება როგორც მუნიციპალური თვითმმართველობის, ასევე სამხარეო თვითმმართველობის ფუნქციები. დედაქალაქი - თბილისი დაიყოფა მუნიციპალიტეტებად/უბნებად. თბილისის წარმომადგენლობითი ორგანო - ქალაქის საბჭო და მუნიციპალიტეტის (უბნის) საკრებულოები. თბილისის თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოები იქნებიან თბილისის მერია და მუნიციპალიტეტების (უბნების) გამგეობები. მერი აირჩევა პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით.

Did this answer your question?