რა უფლებამოსილებები ექნება მეორე დონის თვითმმართველობას?

862
კანონმდებლობით განისაზღვრება მხარის ხელისუფლების ორგანოების ექსკლუზიური უფლებამოსილებები. მხარეებს ექსკლუზიური უფლებამოსილებების სახით გადაეცემა შიდა რეგიონული ინფრასტრუქტურის ის ნაწილები, რომლებიც თავისი გეოგრაფიული მახასიათებლებით, ეკონომიკური მასშტაბით და/ან მართვის და სერვისის მიწოდების სპეციფიკით ვერ განხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე და ამასთან, ამ უფლებამოსილებათა ცენტრალიზებულად განხორციელება არაეფექტიანია. აღნიშნულში ძირითადად შევა შედარებით მსხვილი ეკონომიკური და სოციალური ინფრასტრუქტურა, ასევე ბიზნეს-გარემოსთან/სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ცალკეული მნიშვნელოვანი კომპონენტები. სამხარეო დონეზე სახელმწიფო ხელისუფლების მიერ ასევე დელეგირებული იქნება ძირითადად მსხვილი კაპიტალური პროექტები, საერთო ეროვნული პროგრამები, რომელთა განხორციელებაც სამხარეო დონეზე უფრო მიზანშეწონილია ეკონომიკური/მართვის თვალსაზრისით. სამხარეო ხელისუფლება უფლებამოსილი იქნება აგრეთვე განახორციელოს მასში შემავალი თვითმმართველი ერთეულ(ებ)ისგან ქვემოდან ზემოთ დელეგირებული უფლებამოსილებები.

Did this answer your question?