„მკვდარი“ შენობების ახალი სიცოცხლე

ორგანიზაციამ „სეკატორი“, მონაწილეობითი დემოკრატიის პროგრამის მხარდაჭერით,  განახორციელა პროექტი „კონვერსია“. პროექტი ითვალისწინებდა რეგიონებსა და თბილისში ფუნქციადაკარგული შენობების  შერჩევას და პირველ ეტაპზე მათ ვირტუალურ   გაცოცხლებას –  საჯარო სივრცეებად გარდაქმნას.

ადგილობრივ  მუნიციპალიტეტებთან და ეკონომიკის სამინისტროსთან  თანამშრომლობით, გამოვლინდა პროექტისთვის აუცილებელი სივრცეები, კონკრეტულად, სახელმწიფოს ბალანსზე არსებული მიტოვებული შენობები ქალაქებში: რუსთავი, ქუთაისი, გორი, ბათუმი, თელავი, თბილისი, ბოლნისი და სოფლებში: ნუკრიანი, ჭალა, შრომა, ჯვარცხმა,  სამშვილდე.

პარალელურად,  მოიძებნა ადგილობრივი ადამიანური რესურსი (საინიციატივო ჯგუფები და სათემო ორგანიზაციები) რომლებიც მზად არიან, გამოყოფილ შენობებში შექმნან რეგიონული საზოგადოებრივი სივრცეები.

გამოვლენილ სივრცეებსა და ადამიანებზე შეიქმნა სატელევიზიო ვერსიები, რომლებიც  გადაცემა ”კონვერსიის” სახელწოდებით საზოგადოებრივი მაუწყებლის ”C სტუდიის” ეთერში 2016 წლის 11 ნოემბრიდან ყოველ ორ კვირაში ერთხელ გადიოდა.

 

გადაცემები: