ზუგდიდის №67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ქალაქის მერობის სამი კანდიდატია დარეგისტრირებული

741

ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ქალაქის მერობის სამი კანდიდატია დარეგისტრირებული. როგორც კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხმა „აიპრესს“ განუცხადა, ერთი საინიციატივო ჯგუფიდან დომენტი (ზვიად) სიჭინავაა, მეორე პარტია „პატრიოტთა ალიანსიდან“ გოგიტა ბიგვავა, ხოლო მესამე ლევან კონჯარიაა “ნაციონალური მოძრაობას” წარმოადგენს.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ კანდიდატს ლაშა გოგიას , რომელიც საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რამდენიმე დღის წინ წარადგინა, ამდრომდე დარეგისტრირებული არ არის.ასევე, ამდრომდე “ევროპული საქართველოსაც” არ ყავს კანდიდატი დარეგისტრირებული.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში კანდიდატების დარეგისტრირების ვადა 21 სექტემბერს იწურება. არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

წყარო: ipress.ge