პარლამენტი წინასაარჩევნო რეჟიმზე გადადის და პლენარულ სხდომებს ერთი თვე აღარ გამართავს

898

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეს პლენარული სესია არ გაიმართება. როგორც ირაკლი კობახიძემ გუშინ, სხდომის დასრულებისას განაცხადა, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანა საარჩევნო რეჟიმზე გადადის, რეგლამენტის შესაბამისად, პლენარული სხდომები ერთი თვის განმავლობაში არ იმართება.

„რეგლამენტის თანახმად, საარჩევნო რეჟიმში გადავდივართ. როგორც წესი, ერთი თვის განმავლობაში არჩევნებამდე პარლამენტის სხდომები არ იმართება. შესაბამისად, ხუთშაბათს პარლამენტის სხდომა არ ჩატარდება. წინასაარჩევნო რეჟიმში გადავდივართ. საჭიროების შემთხვევაში მოწვეული იქნება მორიგი ან რიგგარეშე საპარლამენტო სხდომები”, – განმარტა ირაკლი კობახიძემ.

წყარო: ინტერპრესნიუსი