სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ კახა რუსიამ თანამდებობა დატოვა

1117
SAMEGRELO-ZEMO SVANETI

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ კახაბერ რუსიამ თანამდებობა დატოვა. სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება რუსიას სამომავლო გეგმებს უკავშირდება. ის 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში სენაკის საკრებულოს წევრად იყრის კენჭს.

კახა რუსიამ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე 18 სექტემბერს დატოვა. გუბერნატორის მოადგილის პოსტზე ის 2015 წლის 5 იანვარს დაინიშნა.

წყარო: ინტერპრესნიუსი