ამომრჩეველთა ბარათების დარიგება დღეიდან უნდა დაიწყოს

812

საუბნო საარჩევნო კომისიებმა ამომრჩევლის მონაცემების ბარათების დარიგება დღეიდან უნდა დაიწყონ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის №43/2017 დადგენილებისა და  №179/2017 განკარგულების თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიებმა, კენჭისყრის დღემდე არაუადრეს 30-ე (21 სექტემბერი) და არაუგვიანეს მე-20 დღისა (1 ოქტომბერი), უნდა განახორციელონ ამომრჩევლის მონაცემების ბარათების დარიგება, რომელშიც მითითებული იქნება: 1. ამომრჩევლის სახელი, გვარი; 2. დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); 3. ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი; 4. საარჩევნო უბნის ნომერი და მისამართი, სადაც ამომრჩეველს შეეძლება ხმის მიცემა; 5. ამომრჩევლის მიერ სიაში ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი საარჩევნო კომისიის ან/და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული სამსახურისათვის განცხადებით მიმართვის ბოლო ვადა.

ცესკოს დადგენილების თანახმად, ამომრჩევლის მონაცემების ბარათების დარიგება მოხდება შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ შედგენილი გრაფიკის შესაბამისად, იმ პირობით, რომ ბარათების მისამართებზე დარიგებას ახორციელებს კომისიის არანაკლებ 2 წევრი ერთდროულად.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.