რესპუბლიკელებს გორში მაჟორიტარობის და მერობის კანდიდატები არ ეყოლება

1269

„რესუბლიკურ პარტიას“ გორში არც მაჟორიტარობის და არც მერობის კანდიდატები არ ეყოლება, თუმცა პროპორციული სიის დარეგისტრირებისთვის პარტიის გორის ორგანიზაციამ გორის საოლქო საარჩევნო კომისიას უკვე მიმართა.

პროპორციულ სიაში საკრებულოს წევრობის 17 კანდიდატია შეყვანილი. სიის პირველი ნომერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ვიქტორ ქარქიშვილია. პარტიის განცხადებით, გამარჯვების შემთხვევაში შშმ პირებისთვის გარემოს ადაპტირების საკითხი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

წყარო: იმედი