დავით უსუფაშვილი: ქართული ოცნება დამფუძნებლებს უპირისპირდება

767

„ქართული ოცნება“ რომელსაც ჩვენ ერთად ვაშენებდით ახლა დამფუძნებლებს უპირისპირდება“, – ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „შენების მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა სენაკში კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

„შენების მოძრაობის“ ამოცანაა ხალხის გაერთიანება და არა დაყოფა. „შენების მოძრაობამ“ გადაწყვიტა იმ მუნიციპალიტეტებში მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა, სადაც პოტენციალი და ახლის აშენების საშუალება ვნახეთ. ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების საწინდარი. სენაკში მერობის კანდიდატად წარვადგინეთ აპოლონ გარუჩავა, მას ძალიან საინტერესო გუნდი ჰყავს და ისინი კარგად იცნობენ ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

წყარო: იმედინიუსი