მდინარე ცხენისწყალზე არსებული წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია დაიწყო

956

სოფელ მათხოჯში, მდინარე ცხენისწყალზე არსებული წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია დაიწყო. რემონტდება ძირითადი ჩამკეტი ფარები და მიმდინარეობს შენობა- ნაგებობის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სხვა სამუშაოები.

19 სექტემბერს, ადგილზე იმყოფებოდა გამგებლის პირველი მოადგილე გელა ჩოგოვაძე და ეკონომიკის სასახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ლია გელენავა . ისინი სამუშაოების მიმდინარეობას , სპეციფიკას, ვადებს გაეცვნენ და დასაქმებულებს გაესაუბრნენ.

,, პროცესი შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს . დიდი მოცულობის სამუშაოებია ჩასატარებელი . მდინარე ამ პერიოდში წყალუხვი არ არის და სექტემბერ- დეკემბერი სწორედ ამ მიზეზით შეირჩა. სარწყავ არხებში წყლის მიწოდება შეზღუდულია და აბსოლუტურად მესმის იმ ადამიანების წუხილი, რომელთაც პირუტყვი ჯერ კიდევ საძოვრებზე ჰყავთ, თუმცა წელიწადის სხვა დროს აღნიშნული საუშაოების განხორციელება შეუძლებელია. ჩემი ინფორმაციით, სამუშაოები 3 აგვისტოს უნდა დაწყებულიყო და მშენებელმა კომპანიამ სწორედ მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით სექტემბერში დაიწყო საამშენებლო პროცესი. დიდი საქმე კეთდება. ხონისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტების არსებული სამელიორაციო ქსელის წყლით უზრუნველყოფა აღნიშნული შენობა- ნაგებობე ექსპლუატაციის გარეშე წარმოუდგენელია,, – განაცხადა გელა ჩოგოვაძემ.

პროექტს შპს ,, ბელდ ინვესტი,, ახორციელებს და სამუშაოებზე ადგილობრივებია დასაქმებული.

წყარო: ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობა