ბოლნისში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები

764

ქვემო ქართლის რეგიონში ყოველწლიურად არაერთი ინფრატრუქტურული პროექტი ხორციელდება, როგორც ცენტრალური ასევე ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით. განსაკუთრებით პრიორიტეტულია გზების მშენებლობა- მოდერნიზაცია, სპორტული მოედნების მოწყობა, საბავშვო ბაღების მშენებლობა- რეაბილიტაცია, საცხოვრებელი კორპუსების გადახურვა.  

რეგიონში აღნიშნული მიმართულებით ბოლო წლების განმავლობაში მრავალი პროექტი უკვე  წარმატებით განხორციელდა. პროცესი კვლავაც აქტიურად მიმდინარეობს.

2013–2017 წლებში დაიგო 660 კმ გზა, თანხით 89 828 962 ლარი.

2016-2017 წლებში ქვემო ქართლის რეგიონში მოეწყო 78 სპორტული მოედანი, თანხით 3 307 833 ლარი.

2016-2017 წლებში ქვემო ქართლის რეგიონში აშენდა, რეაბილიტირდა და მოეწყო 81 ბაღი თანხით 8 765 009 ლარი.

2016-2017 წლებში ქვემო ქართლის რეგიონში  საცხოვრებელი კორპუსების გადახურვაზე დაიხარჯა 6 903 303 ლარი.

წყარო: სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაცია