ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი საფრანგეთის ელჩს შეხვდა

1000

19 სექტემბერს ფრანგული მხარის ინიციატივით შედგა შეხვედრა საფრანგეთის ელჩ პასკალ მენიესა და ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელ ნუგზარ თინიკაშვილს შორის.

შეხვედრაზე განიხილეს წეროვანი, წილკანისა და ფრეზეთის დევნილთა დასახლებებში არსებული პრობლემები, ერთ-ერთ ძირითად საკითხად განხილული იქნა წეროვანში სტადიონის მშენებლობა, რომელიც ვიმედოვნებთ რომ უახლოეს მომავალში დადებითად გადაწყდება.

წყარო: ახალგორის მუნიციპალიტეტი