ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, ზებრა გადასასვლელები შეიღება

925

ბათუმის ქუჩებში საგზაო მონიშვნის სამუშაოები გრძელდება. წერეთლის ქუჩაზე ზებრა გადასასვლელების სამღებრო სამუშაოები დილის 04:00სთ-ზე დაიწყო. გზის გამყოფი ზოლების, პარკირების ადგილებისა და ზებრა გადასასვლელების განახლება ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე ეტაპობრივად ხორციელდება. სამუშაოებს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო ასრულებს.

წყარო: ბათუმის მერია