თიანეთის მუნიციპალიტეტში, ზემო არტანში, რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა

691

18 სექტემბერს, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლელა ქიტესაშვილმა მოადგილე ლალი ბუწანკალურთან ერთად, სოფელ ზემო არტანში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გახსნა.

აღსანიშნავია, რომ სოფ. ზემო არტანში საბავშვო ბაღი 2014 წელს გაიხსნა, ხოლო მიმდინარე წელს შენობას სრული რებილიტაცია ჩაუტარდა. გარემონტდა ექსტერიერი და ინტერიერი, მოეწყო ცენტრალური გათბობის სისტემა და სველი წერტილები.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან და საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა, მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და სექტემბერში დასრულდა.

ბაღის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ: გამგებლის წარმომადგენელი არტნის ადმინისტრაციულ ერთეულში, ზაზა ბაინდურაშვილი და ააიპ თიანეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების თანამრომლები. ინფორმაციას თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.