ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალში ახალი ბიბლიოთეკა გაიხსნა

853

ბიბლიოთეკის გახსნას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ბადრი გობრონიძე და ა.(ა).ი.პ.  სამუზეუმო-საბიბლიოთეკო გაერთიანების ხელმძღვანელი რუსუდან მემარნიშვილი დაესწრნენ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სულ 13 სასოფლო ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს, რომელთა წიგნადი ფონდი პერიოდულად ახალი წიგნებით ივსება.

რუსუდან მემარნიშვილმა თხინვალის ბიბლიოთეკას საჩუქრად ქართული და უცხოური ლიტერატურის უახლესი გამოცემები გადსცა.

„ვულოცავ თხინვალის მოსახლეობას  ახალი ბიბლიოთეკის გასხნას. მადლობას ვუხდი მის დირექტორს წიგნადი ფონდის შენარჩუნებისა და დაცვისთვის. იმედი მაქვს, რომ გაიზრდება ადგილობრივების, განსაკუთრებით ახალგაზრდების დაინტერესება ბიბლიოთეკის მიმართ.  მუნიციპალიტეტი მომავალშიც იზრუნებს ბიბლიოთეკების ინფრასტრუქტურის მოწყობასა და ინვენტარიზაციაზე,“- აღნიშნა ბადრი გობრონიძემ. ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.