ბათუმში, ბესიკის ქუჩაზე, ასფალტის საფარი იგება

674

ბესიკის ქუჩაზე ასფალტის საფარი იგება. სამუშაოების ფარგლებში უკვე შეიცვალა გრუნტი, მოეწყო ახალი სანიაღვრე სისტემა და გაკეთდა სანიაღვრე ჭები. დამონტაჟდა ბორდიურები და დასასრულს უახლოვდება ტროტუარებზე დეკორატიული ფილების დაგება. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია აგრეთვე ბესიკის შესახვევის კეთილმოწყობაც.
სამუშაოების ღირებულება 2 მილიონ 430 ათას ლარს შეადგენს. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.