დმანისში სასწავლო პროცესი რეაბილიტირებულ საბავშვო ბაღში განახლდა

616

ქალაქ დმანისის #1 ბაგა-ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ახალი სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლებულ ბაგა-ბაღში დღეს დაიწყო. სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, გაკეთდა ოთახების სრული კოსმეტიკური რემონტი, კედლები ძველი ნალესისაგან გასუფთავდა, მოეწყო ახალი ელექტრო გაყვანილობის სისტემა, იატაკებზე დაიგო ლამინატი, შეძენილია ახალი ინვენტარი.

საბავშვო ბაღის ეზოში ჩატარდა დამატებითი სადრენაჟო სისტემის მოწყობის სამუშაოები, რითაც, როგორც დმანისის ინფრასტრუქტურის სამსახურში აცხადებენ, წლების განმავლობაში არსებული პრობლემა გადაწყდა და შენობის ქვეშ გრუნტის წყლები აღარ დაგროვდება.
ამასთან ერთად, ეზოში ბაზალტის ქვის ბილიკები მოეწყო, დამონტაჟდა გასართობი ატრაქციონები, საჩრდილობლები, დაიდგა სკამები, გამოიცვალა ძველი ამორტიზებული ჭიშკარი.