ალექსანდრე ჯეჯელავა შუახევის სკოლის მასწავლებლისა და დირექციის პასუხისმგებლობის დაყენებას არ გამორიცხავს

937

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, შუახევის სკოლის მასწავლებლისა და დირექციის პასუხისმგებლობის დაყენებას არ გამორიცხავს.

როგორც ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა, პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს გაფრთხილება, საყვედური და უკიდურეს შემთხვევაში, სამსახურიდან გათავისუფლება.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე გვაქვს ან უხეშ დარღვევასთან, ან გამიზნულ მოქმედებასთან. ჩვენ დავიწყეთ საკითხის მოკვლევა, როდესაც მივიღეთ ინფორმაცია. ძალიან პრინციპული საკითხია და სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა, ვისაც დაუმტკიცდება შეგნებული ნაბიჯი, ან თუნდაც წესებიდან გადაცდომა. საინტერესოა ის, რომ მიგვითითებს და რჩევებს გვაძლევს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც სკოლის პოლიტიზების პრაქტიკა შექმნა. მათ ამ თემაზე სალაპარაკო ნამდვილად არ აქვთ. ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა ის, რომ სკოლები სრულად თავისუფალია პოლიტიკური პროცესისგან და მომავალშიც ასე იქნება. ყველა, ვინც შეგნებულად ან შეცდომით დაუშვა ბავშვების პოლიტიკურ პროცესში ჩართვა, აუცილებლად დაისჯება,“, – განაცხადა ჯეჯელავამ.

წყარო: 1tv.ge