ტრანსპორტის მოძრაობის სქემა პეკინისა და მის მიმდებარე ქუჩებზე (სატესტო რეჟიმი)

1478

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური სატესტო რეჟიმში აკვირდება პეკინისა და მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობის ნაკადებსა და მიმართულებებს. სატესტო რეჟიმის დასრულების შემდეგ, შესაძლებელია საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემის ცვლილება.

დღეის მდგომარეობით, პეკინის ქუჩაზე ტრანსპორტისთვის ცალმხრივი მოძრაობაა დაწესებული. შესაბამისად, გაცალმხრივებულია კოსტავასა და შარტავას ქუჩები – 26 მაისის მოედნიდან ჟვანიას მოედნამდე და ასევე: კანდელაკის, ჭაბუკიანის, იოსებიძისა და ტაშკენტის ქუჩები.

საგზაო მოძრაობის ორგანიზება ჟვანიას მოედანსა და 26 მაისის მოედანს შორის:

მოძრაობა გმირთა მოედნიდან საბურთალოსკენ:

  • 26 მაისის მოედნიდან შესაძლებელია მოძრაობა სააკაძის მოედნისკენ
  • სააკაძის მოედანზე ნებადართულია გადაადგილება შარტავას ქუჩაზე და ვახუშტის ხიდისკენ.
  • შარტავას ქუჩაზე ტრანსპორტი მოძრაობს როგორც ჟვანიას მოენისკენ, ასევე კალანდაძის (ყოფ. ბულაჩაურის) ქუჩისკენ.
  • კალანდაძის ქუჩიდან ცალმხრივი მოძრაობით ტრანსპორტი პეკინის ქუჩაზე გადაადგილდება, საიდანაც სვლას განაგრძობს: მარჯვენა მოხვევით ვაჟა–ფშაველას გამზირისა და ჟვანიას მოედნისკენ და მარცხენა მოხვევით 26 მაისის მოედნისკენ.
  • შარტავას ქუჩიდან ჟვანიას მოედანზე გასული სატრანსპორტო ნაკადები გადაადგილდებიან გაგარინის ქუჩის მიმართულებით, ასევე კანდელაკისკენ.
  • გაგარინის ქუჩიდან ჟვანიას მოედანის გავლით ტრანსპორტი მოძრაობს კანდელაკის ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობით, ასევე ვაჟა–ფშაველას გამზირისკენ, საიდანაც პეკინის ქუჩაზე გასვლა შესაძლებელია ბექას ქუჩისა და ყაზბეგის გამზირის მეშვეობით.

მოძრაობა საბურთალოდან ქალაქის ცენტრისკენ: პეკინის ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობის რეჟიმი კალანდაძის ქუჩიდან 26 მაისის მოედნამდე მონაკვეთზე მოქმედებს.

  • ფანჯიკიძის (ყოფ. ბუდაპეშტის) ქუჩიდან ტრანსპორტი მოძრაობს როგორც პეკინის ქუჩისკენ, ასევე – ჟვანიას მოედნისკენ და იოსებიძის ქუჩისკენ.
  • იოსებიძის ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობაა დაწესებული სააკაძის მოედნის მიმართულებით.
  • ყაზბეგის გამზირიდან სატრანსპორტო საშუალებები პეკინის ქუჩის გავლით გადაადგილდება 26 მაისის მოედნისა და ჟვანიას მოედნის მიმართულებთ.
  • პეკინის ქუჩაზე 26 მაისის მოედნისკენ ცალმხრივი მიმართულებით გადაადგილებისას მიცკევიჩის, ცინცაძისა და ბახტრიონის ქუჩებზე მხოლოდ მარჯვენა შეხვევაა ნებადართული.
  • მიცკევიჩისა და ბახტრიონის ქუჩებიდან სატრანსპორტო ნაკადები მოძრაობენ მხოლოდ მარჯვნივ – 26 მაისის მოედნის მიმართულებით.
  • სააკაძის მოედნიდან ჭაბუკიანის ქუჩის გავლით ცალმხრივი მოძრაობით შესაძლებელია გასვლა პირდაპირ – ცინცაძის ქუჩაზე და მარცხნივ – პეკინის ქუჩაზე 26 მაისის მოედნისკენ.
  • კოსტავას ქუჩიდან პეკინის ქუჩისკენ მობრუნება შესაძლებელია როგორც მიროტაძის, ასევე – ჭაბუკიანის ქუჩების მეშვეობით.