დავით ნარმანია: პეკინის ქუჩაზე და მის მიმდებარედ 205 საპარკინგე ადგილი გვექნება

768

პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპთან დაკავშირებით თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

დავით ნარმანიამ რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის, პარკინგის ზოლის, ველობილიკის, ავტობუსის ხაზის მოწყობისა და პეკინის გამზირის გაცალმხრივების საკითხზე.

„პეკინის ქუჩაზე მოძრაობის მიმართულებების ცვლილებასთან ერთად გარკვეული კორექტირებები გაკეთდა. დამატებით შემოსულია ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს ცალკე 50 ადგილზე მეტი პარკინგის გაკეთებას და ჯამში პეკინის ქუჩასა და მის მიმდებარედ 205 საპარკინგე ადგილი გვექნება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ იქნება საველოსიპედო ბილიკი და ცალკე იქნება მოწყობილი საავტობუსო ხაზი, რაც ნიშნავს იმას, რომ ავტობუსები იმოძრავებენ დამოუკიდებელ ზოლში.

რაც შეეხება პეკინის გაცალმხრივების საკითხს, დღეის მდგომარეობით მოქმედებს ცალმხრივი მოძრაობის ის რეჟიმი, რომელიც ჩვენ რეაბილიტაციამდე დავგეგმეთ. იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სახის არსებითი შეფერხებები არ იქნება, მოძრაობა დარჩება ცალმხრივი. დარწმუნებული ვარ, ასევ უფრო კომფორტული იქნება, როგორც თანამოქალაქეებისთვის, ასევე მძღოლებისთვის“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

წყარო: ინტერპრესნიუსი