პეკინის რეაბილიტირებული ქუჩა ორშაბათს გაიხსნება

1005

“პეკინის რეაბილიტირებული ქუჩა ორშაბათს გაიხსნება”. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პეკინის ქუჩაზე სამუშაოები დასრულებულია, რამდენიმე დღეში კი ტრანსპორტის საქალაქო სამსახური ქუჩას შესაბამისი ნიშნებით დახაზავს.

ნარმანიას თქმით, პეკინის ქუჩაზე ველობილიკებიც იქნება.

რაც შეეხება ავტომობილების ცალმხრივად მოძრაობას, თბილისის მერი ამბობს, რომ ცალმხრივად მოძრაობის გამო, სატრანსპორტო მოძრაობის გეგმა გარკვეულწილად შეიცვლება. “გაგარინის მოედნიდან ტრანსპორტი ბესიკის ქუჩით ყაზბეგის გამზირზე მოხვდება, საიდანაც შემდეგ პეკინზე იმოძრავებენ”, – თქვა მერმა.

ცნობილია ისიც, რომ მერია პეკინის გამზირის ცალმხრივობის საკითხი ორ კვირაში დაზუსტდება.

პეკინის გამზირის რეაბილიტაცია 16 ივნისს დაიწყო და ამისათვის ბიუჯეტიდან 3 მილიონილარი გამოიყო.

წყარო: იმედინიუსი