რესპუბლიკურ პარტიას მერობის კანდიდატი არც თბილისში ეყოლება

996

“რესპუბლიკურმა პარტიამ” საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სიის მეორე ხუთეული წარადგინა. პარტიის თავმჯდომარის – ხათუნა სამნიძის განცხადებით, მეორე ხუთეულში არიან: ტრისტან ჯინჭარაძე, რომელიც ამჟამადაც საკრებულოს წევრია, ნინო ბოლქვაძე – სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი ჭაღიაშვილი, თინა გელეყვა და გიორგი ჩუბინიძე.

რაც შეეხება “რესპუბლიკელების” თბილისის მერობის კანდიდატს, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში პარტიას თბილისის მერობის კანდიდატი არ ჰყავს.

“რესპუბლიკელებს” მერობის კანდიდატი არც ბათუმში ეყოლებათ.

6 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ “რესპუბლიკელების” თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიის პირველი ნომერი ხათუნა სამნიძე იქნება. შემდეგ მოდიან: მიხეილ ჩემია, დავით ზურაბიშვილი, თამარ კორძაია და ლაშა ომარაშვილი.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

წყარი:  იმედინიუსი