”რესპუბლიკურმა პარტიამ” თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სიის მეორე ხუთეული წარადგინა

838

”რესპუბლიკურმა პარტიამ” თბილისის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სიის მეორე ხუთეული წარადგინა.

პარტიის თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ”რესპუბლიკური პარტიის” მეორე ხუთეულში იქნებიან: ტრისტან ჯინჭარაძე, ნინო ბოლქვაძე, გიორგი ჭაღიაშვილი, თინა ღელეყვა და გიორგი ჩუბინიძე.

”ტრისტან ჯინჭარაძე, არის საკრებულოს მოქმედი წევრი. ის ფრაქცია ”რესპუბლიკელების” წარმომადგენელია.

ნინო ბოლქვაძე არის ”რესპუბლიკური პარტიის” მეგობარი და ერთ-ერთი პირველი ვინც გამოეხმაურა ჩვენს ინიციატივას თავისუფალ სივრცესთან დაკავშირებით. როდესაც მოვუწოდეთ ყველა ადამიანს პარტიულს თუ უპარტიოს, რომელსაც სურდა წვლილი შეეტანა ქალაქის განვითარების საქმეში. მისი ხედვები ”რესპუბლიკური პარტიის” ხედვებს ემთხვევა.

გიორგი ჭაღიაშვილი ენერგეტიკული საკითხების ექსპერტია, თინა ღელეყვა ლიბერალი და ძირძველი ”რესპუბლიკელია”, ხოლო ათეულს ასრულებს გიორგი ჩუბინიძე, რომელიც მტერია რუსული პროპაგანდის.

ჩვენ ახალი ენერგიით წარვდგებით თბილისელების წინაშე”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

”რესპუბლიკური პარტიის” სიის პირველ ხუთეულში ხათუნა სამნიძე, მიხეილ ჩემია, დავით ზურაბიშვილი, თამარ კორძაია და ლაშა ომარაშვილი არიან.

წყარო: ინტერპრესნიუსი