ხულო-ძირკვაძეების მიმართულებით გზის ასფალტობეტონის საფარი მოეწყო

1204

ხულო-ძირკვაძეების მიმართულებით გზის ასფალტობეტონის საფარი მოეწყო. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარი 2400 მეტრზე დაიგო. სამუშაოები ივნისში დაიწყო და დღეს დასრულდა. მოეწყო 30 გრძ.მ. გაბიონი, 148 გრძ.მ. ბეტონის კედელი, 1718 გრძ.მ. რკინაბეტონის კიუვეტი და 87 გრძ.მ. ლითონის მილი. გზის მოსაწესრიგებლად ბიუჯეტიდან 1 მილიონ 69 ათას 290 ლარი გამოიყო.

“2017 წელს ხულოს მუნიციპალიტეტში აჭარის საგზაო დეპარტამენტის მიერ სულ 10 კმ-მდე ასფალტობეტონის საფარი მოეწყო. დაგეგმილია 25 კმ-მდე ბეტონის საფარის მოწყობა. მოხდება 17 კმ. სიგრძის სამელიორაციო არხის რეკონსტრუქცია; ხულოში ახალი ხიდის მშენებლობა და 44 ერთეული ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა-მოწყობაა გათვალისწინებული”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მთავრობის ცნობით, სულ ხულოს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით 7 მილიონ 600 ათასი ლარი დაიხარჯება.