ევროპულმა საქართველომ ქუთაისში მერობის და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა

669

ევროპულმა საქართველომ ქუთაისში მერობისა და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა. წარდგენა ცენტრალურ ბაღში გაიმართა

ადგილზე შეკრებილ მხარდამჭერებს პარტიის ლიდერებმა მიმართეს და წინასაარჩევნო პროგრამა გააცნეს.

ევროპული საქართველოს ქუთაისის მერობის კანდიდატი დავით გოგისვანიძე იქნება,საკრებულოში კი გამარჯვებისთვის შემდეგი კანდიდატები იბრძოლებენ: ვაკის უბანი-სულხან საბა – ნანა ქუმელაშვილი, ძელქვიანი – ელისო დათუსანი, ავტო მშენებელი – გიორი ხუციშვილი, ავტოქარხანა – მერაბ მეშველიანი, გამარჯვება – რევაზ გვამბერაძე, ქალაქ-მუზეუმი – დათო ჯანელიძე, კახიანაური – კახა ქორიძე, საფიჩხია – ანდრო მაღლაკელიძე, ნიკეა – კონსტანტინე რატიანი, უქიმერიონი – ამირან ძოწენიძე.

თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს გაიმართება.

წყარო: იმედინიუსი