საქართველოს მთავრობამ ქალაქ ქუთაისს 4 მილიონი ლარის ოდენობის სესხი გამოუყო

565

საქართველოს მთავრობამ ქალაქ ქუთაისს 4 მილიონი ლარის ოდენობის სესხი გამოუყო. მთავრობის შესაბამისი განკარგულება საკანონმდებლო მაცნეში დღეს გამოქვეყნდა.  განკარგულების თანახმად, ქუთაისის მერიას მიეცა უფლება, დააყენოს საკითხი საქართველოს მთავრობის წინაშე უპროცენტო სესხის აღების თაობაზე.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების შეუფერხებელი დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტს 4 მილიონი ლარი შემდეგი პირობებით გამოუყო: სესხი გაიცეს სესხის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების გარეშე; სესხით სარგებლობის წლიური განაკვეთი განისაზღვროს ნული პროცენტით; სესხით სარგებლობის ვადა განისაზღვროს არაუგვიანეს 2017 წლის 25 დეკემბრისა.

მთავრობის განკარგულების სისრულეში მოყვანა ფინანსთა სამინისტროს დაავალა.