გუგუტიანთკარის მოსახლეობა სკოლის და საბავშვო ბაღის აშენებას ითხოვს

714

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის, გუგუტიანთკარის მოსახლეობა სკოლისა და საბავშვო ბაღის აღდგენას ითხოვს.

ამის შესახებ ადგილობრივებმა სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს განუცხადეს.მერეთის ადმინისტრაციულ თემში შემავალ სოფლებში სახალხო დამცველი გუშინ, 13 სექტემბერს, იმყოფებოდა. უჩა ნანუაშვილმა ჯარიაშენში არსებული პრობლემებიც მოისმინა.

მისი თქმით, მიწებისა და საძოვრების დიდი ნაწილი იმ მხარეს მოხვდა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს. ხოლი იქ, სადაც აღნიშნული სოფლების მოსახლეობა შესვლა შეუძლია, მიწის რეგისტრაცია ჭიანურდება.

,,არ არის დაცული მათი უსაფრთხოება, კვლავ შეჩერებულია 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზიანებული სახლების აღდგენა. სოფლებში მოუწესრიგებელია სასმელი და სარწყავი წყლის სისტემები, რეაბილიტაციას საჭიროებს საგზაო ინფრასტრუქტურა.” – აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

სახალხო დამცველი, ასევე, აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელს სოფლების მაცხოვრებელთა უმრავლესობას სოციალური დახმარება შეუწყდა. გუგუტიანთკარელების ცნობით, 2017 წლის ზამთარში ჩატარებული განმეორებითი შემოწმებისას, დახმარების გარეშე ერთდროულად 108 ოჯახი დარჩა.სოფელ ჯარიაშენის მოსახლეობა გამყოფ ხაზთან ქართული საგუშაგოს ამოქმედებას ითხოვს, უსაფრთხოების დაცვის მიზნითა და უკანონო დაკავებების თავიდან ასაცილებლად.

წყარო: შიდა ქართლი