საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე ხელისუფლებას თბილისის გარეუბნებში პოლიკლინიკების ამოქმედებისკენ მოუწოდებს

660

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ გულიკო ზუმბაძემ ბრიფინგი გამართა და გარეუბნებში პოლიკლინიკების ამოქმედება მოითხოვა.

ზუმბაძის თქმით ნასაგურში, დიდ ლილოში, ვარკეთილის მეურნეობაში, წინუბანსა და ორხევში მცხოვრებ მოსახლეობას ხელი არ მიუწვდება პირველადი ჯანდაცვის მომსახურების სერვისებზე. აქ არსებული ძველი პოლიკლინიკები კი გაუქმებულია.

ზუმბაძე ამბობს, რომ 2014 წლიდან დღემდე არაერთხელ მიმართა ქალაქის მერიას და ჯანდაცვის სამინისტროს, თუმცა კონკრეტული ნაბიჯი არ გადადგმულა.

ამ დრომდე ჯანდაცვის სამინისტროს საკითხზე პოზიცია არ დაუფიქსირებია.

წყარო: იმედინიუსი