სოფელ ოზურგეთისა და სოფელ გურიანთის დამაკავშირებელი 2, 5-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

478

სოფელ ოზურგეთისა და სოფელ გურიანთის დამაკავშირებელი 2, 5-კილომეტრიანი  გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ გურიის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, გათვალისწინებულია სანიაღვრე არხებისა და მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებთან გადასასვლელების მოწყობა. პროექტი, რომლის ღირებულება 1 98 000 ლარს შეადგენს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

პროექტი 2-ეტაპიანია და გზის ნაწილი გასულ წელს შეკეთდა. წელს კი მიმდინარეობს 1,4-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია.