დომენტი სიჭინავას საარჩევნო ნომრად 42 განისაზღვრა

725

ზუგდიდის #67 საოლქო-საარჩევნო კომისიამ დღეს ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს, დომენტი(ზვიად) სიჭინავას საარჩევნო ნომერი მიანიჭა, ამის შესახებ სიჭინავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. სიჭინავას საარჩევნო ნომრად 42 განისაზღვრა.

ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი დღეიდან  საარჩევნო კამპანიას ოფიციალურად იწყებს და სოფელ ყულიშკარში სოციალურად დაუცველთა ოჯახებს ესტუმრება, შემდეგ კი ჭაქვინჯში გადაინაცვლებს, სადაც მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავს.