“სამართლიანი არჩევნები” წინასაარჩევნო პერიოდში ყველაზე პრობლემურ საკითხად დასპონსორებულ “ფეისბუქ” გვერდებს მიიჩნევს

647

“სამართლიანი არჩევნები” წინასაარჩევნო პერიოდში ყველაზე პრობლემურ საკითხად დასპონსორებულ “ფეისბუქ” გვერდებს მიიჩნევს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტების კოორდინატორმა, ელენე ნიჟარაძემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ამ გვერდების მეშვეობით კონკრეტული კანდიდატების წინააღმდეგ ანტიაგიტაცია ხორციელდება.

“მივიღეთ ინფორმაცია ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის განხორციელებულ შემოწირულობებზე. აუდიტის სამსახურმა მოგვაწოდა ინფორმაცია თითოეულ საქმესთან მიმართებაში. ყველაზე პრობლემატურია დასპონსორებული ფეისბუქგვერდები, რომლის მეშვეობით ხდება ანტიაგიტაცია კონკრეტული კანდიდატების წინააღმდეგ. განსასაზღვრია მეთოდოლოგია, თუ როგორ მოახდენს აუდიტის სამსახური ამის შესწავლას”,- განაცხადა ნიჟარაძემ.

რაც შეეხება პარტიებისთვის შემოწირულობების საკითხს, მისი თქმით, ყველა არჩევნებზე მმართველი გუნდი ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით გაცილებით მეტ შემოწირულობას იღებს.

“ამ შემთხვევაშიც იგივე დაფიქსირდა – ვიცით, რომ ძალიან დიდი სხვაობაა მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შემოწირულობებთან მიმართებაში”,- აღნიშნა ნიჟარაძემ.

წყარო: 1tv