ირაკლი აბესაძე: “ქართულმა ოცნებამ” ბაღდათში საარჩევნო პლაკატები ჩამოგვიხია

675

“ევროპული საქართველო” “ქართულ ოცნებას” წინასაარჩევნო კამპანიის უხეშ ხელის შეშლაში ადანაშაულებს.

ირაკლი აბესაძის განცხადებით, ბაღდათში გამგეობის, კერძოდ, დასუფთავების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, დაიწყო ქალაქში პლაკატების ჩამოხევა, მისი თქმით ეს არის საარჩევნო კოდექსის უხეში დარღვევა.

აბესაძე მოითხოვს ამ პირების სამსახურეობრივი პასუხისმგებლობაში მიცემას და აცხადებს, რომ მათ აქვთ ვიდეომასალა, რაც ადასტურებს კერძო პირების მონაწილეობას წინასაარჩევნო პლაკატების დაზიანებაში, რომლებიც იმართებიან ქართული ოცნების მიერ.

აბესაძე აცხადებს, რომ მსგავსი შემთხვევები სხვაგანაც დაფიქსირდა.