ბათუმში „ქართული ოცნების“ კანდიდატებს პრემიერი წარადგენს

1130

დღეს, 12 სექტემბერს, ბათუმში საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს ელოდებიან.  პრემიერი ბათუმში „ქართული ოცნების“ მერობისა და საკრებულოებში მაჟორიტარ კანდიდატებს წარადგენს.  როგორც ცნობილია  „ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი ლაშა კომახიძეა, ის ამ დრომდე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობდა.

„ქართული ოცნების“ ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი [თვითმმართველობის კოდექსის ბოლოს წინა ვერსიით გამგებელი – ავტ.] ამავე მუნიციპალიტეტის მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ჯუმბერ ვარდმანიძე იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ჯუმბერ ვარდმანიძემ დაგვიდასტურა.

სტატიის სრულად გასაცნობად გადადით ბმულზე

წყარო: ბათუმელები