ზვიად სიჭინავა საარჩევნო ნომრის დროულად მინიჭებას ითხოვს

814

დამოუკიდებელი კანდიდატი ზვიად სიჭინავა საარჩევნო ნომრის დრულად მინიჭებას ითხოვს. როგორც სიჭინავას საარჩევნო შტაბის იურისტმა კესო ჩხიკვაძემ განმარტა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული პრობლემაა, რის გამოც მათ წინასარჩევნო საქმიანობის განხორციელებაში ხელი ეშლებათ. აღნიშნულთან დაკავშირებით მან საია-ს მიერ საარჩევნო კანდიდატატებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„მიგვაჩნია, რომ არათანაბარ პირობებში ვიმყოფებით. ჩვენ დავუკავშირდით ცესკოს და ოლქს ამ პრობლემის დროულად აღმოფხვრის შესახებ. მე როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წავიკითხე ეს იქნება უახლოეს დღეებში, მაგრამ ეს ბუნდოვანი განცხადება და ვფიქრობ რომ ეს დაგვიანებულია. ეს თუ მოხდება ხვალ ან ზეგ ეს მეტნაკლებად გამოასწორებს სიტუაციას“, -განაცხადა კესო ჩხიკვაძემ.

საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, პარტიისა და საარჩევნო ბლოკის რიგითობ წილისყრით, ხოლო ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის რიგითი ნომერი, არჩევნებამდე არაუგვიანეს 30 დღისა, ამ შემთხვევაში, 21 სექტმებრამდე უნდა განისაზღვროს.

წყარო: radioatianeti.ge