გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში ამბულატორიის მშენებლობა მიმდინარეობს

841

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში ახალი ამბულატორიის მშენებლობა მიმდინარეობს. ინფორმაციას გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამუშაოებს შპს “ნიუ ბილდ გრუპი” ასრულებს. პროექტის სახელშეკრულებო თანხა 57158 ლარს შეადგენს.

ახალი ამბულატორიის მშენებლობის პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.