სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ილიაწმინდაში სკვერის რეაბილიტიცია დასრულდა

990

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ილიაწმინდაში დასასვენებელი პარკის რეაბილიტაცია უკვე  დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას სიღნაღის  მერია ავრცელებს.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სკვერში მოწესრიგდა ნიადაგი, დაიგო ბეტონის დეკორატიული ფილები, გამწვანდა და გაკეთდა გარეგანათება. ასევე, დამონტაჟდა დასასვენებელი სკამები და საბავშვო ატრაქციონები.

აღნიშნული სკვერის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის ღირებულებაც 36 021 ლარია, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან დაფინანსდა.