საარჩევნო სუბიექტების რიგით ნომრებს ცესკო დღეს განსაზღვრავს

629

21 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკო საარჩევნო სუბიექტების რიგით ნომრებს დღეს, 11 სექტემბერს განსაზღვრავს. დღეს 18:00 სთ-ზე უფლებამოსილი პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ არჩევნებში რიგითი ნომრის მოთხოვნის ვადა ამოიწურება, 19:00 საათზე  კი  ცესკოს სხდომა გაიმართება.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განისაზღვრება არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა; თუმცა, ცესკო, სუბიექტებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით და  არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციების გათვალისწინებით, წილისყრის პროცედურას და რიგითი ნომრების მინიჭებას კანონმდებლობით შესაძლებელ უადრეს ვადაში განახორციელებს.

წყარო: საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია