„ქართულმა ოცნებამ“ კახეთის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა

915

პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა მერობის კანდიდატები წარადგინა.

დედოფლისწყაროში მერობის კანდიდატი ნიკოლოზ ჯანიაშვილი იქნება; საგარეჯოში – გიორგი ერბოწონაშვილი; გურჯაანში – არჩილ ხანდამაშვილი; ახმეტაში – იოსებ ქარუმაშვილი; ლაგოდეხში – ჯონდო მდივნიშვილი; ყვარელში – როსტომ სესიაშვილი; სიღნაღში – გიორგი გოგილაშვილი; ხოლო თელავში – შოთა ნარეკლიშვილი.

მთავრობის მეთაურმა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, რეგიონული შეხვედრები და მერობის კანდიდატების წარდგენა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. შეხვედრები საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონში გაიმართება.