გურიის რეგიონში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატები ალექსანდრე სარიშვილი, ირაკლი კუჭავა და ბეგლარ სიორიძე იქნებიან

1571

“ქართული ოცნებიდან” გურიის სამივე მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატების ვინაობა უკვე ცნობილია.

პირველი არხის ინფორმაციით, ლანჩხუთში მმართველი გუნდის კანდიდატი იქნება ალექსანდრე სარიშვილი, ჩოხატაურში  – ირაკლი კუჭავა და ოზურგეთში ბეგლარ სიორიძე.

გურიის რეგიონში კანდიდატების წარდგენა 10 სექტემბერისთვის არის დაგეგმილი.

წყარო: 1tv.ge