ახალდაბის საჯარო სკოლის ელექტროსისტემას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

1957

ახალდაბის საჯარო სკოლის შენობაში ელექტროსისტემის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის, დიმიტრი ყიფიანის თქმით, სკოლაში არსებული ელექტროსისტემა 1992-93 წლებში მთლიანად გამოვიდა მწყობრიდან, მას შემდეგ კი ელექტოენერგიის შეყვანა სკოლის მხოლოდ სამ კაბინეტში მოხერხდა.

„ ფაქტობრივად, ორ ათეულ წელზე მეტია სკოლას ელექტოენერგია არ აქვს, რაც  სასწავლო პროცესს რიგ  პრობლემებს უქმნის. ადგილობრივი რესურსებით ჩვენ გადავწყვიტეთ მოვახდინოთ არსებული ამორტიზებული ქსელის დემონტაჟი და სკოლის სამივე სართულზე გავიყვანოთ ელექტოგადამცემი ხაზები“,- განაცხადა დიმიტრი ყიფიანმა.

” უნდა აღინიშნოს, მიუხედავად იმისა, რომ სკოლები მუნიციპალიტეტს არ ექვემდებარება, ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს აქტიურად ჩაერთოს სკოლების რეაბილიტაციის პროექტებში და მოკრძალებული წვლილი შეიტანოს სასწავლო გარემოს გაუმჯობესების საქმეში. გასული ორი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით გარემონტდა პირველი და მეექვსე სკოლის სპორტული დარბაზები, გარე სპორტულ მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდა №4 და №1 საჯარო სკოლებში, ახალდაბის სკოლაში კი კეთილმოეწყო ინგლისური ენის კაბინეტი.

ტენდერი ჩატარდა და უკვე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს №6 საჯარო სკოლაში გარე სპორტული მოედნის რეაბილიტაციისათვის”,- ნათქვამია ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.