წაღვერში ახალგაზრდული ცენტრი და ხის საამქრო გაიხსნა

1287

ბორჯომის გამგეობის ინფორმაციით, წაღვერში ახალგაზრდული ცენტრი და მასთან არსებული ხის საამქრო გაიხსნა. ცენტრში ახალგაზრდები სხვადასხვა აქტივობებს დაგეგმავენ და განახორციელებენ, საწარმოში კი ხის სათამაშოებსა და სუვენირებს დაამზადებენ.

მუნიციპალიტეტის ცნობით, პროექტი ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებითა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით განხორციელდა.

ცენტრის გახსნის იდეა წაღვერში მცხოვრებ ახალგაზრდებს ეკუთვნით. როგორც პრეზენტაციაზე მათ აღნიშნეს, ცენტრის მთავარი მიზანი დაბაში კულტურული ცხოვრების გააქტიურება და ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა იქნება.

გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, მუნიციპალიტეტი მიესალმება ისეთ განსხვავებულ და შემოქმედებით იდეებს, რომლებიც ახალგაზრდების მიერ ხორციელდება და მათ ადგილობრივი მუნიციპალიტეტისაგან სრული მხარდაჭერა ყოველთვის ექნებათ.