კონკურსში „თბილისი-2017“ მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება გრძელდება

791

თბილისის საკრებულოს მიერ ორგანიზებულ კონკურსში – „თბილისი-2017“ მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება გრძელდება.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ყოველგვარი ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე შეუძლია. გამონაკლისს ნომინაცია – ”წლის საუკეთესო ესსე” წარმოადგენს, რომელიც მხოლოდ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.

მათივე განმარტებით, კონკურსის მიზანი ლიტერატურის, მუსიკის, ფერწერის, არქიტექტურისა და ხელოვნების სფეროში დასაქმებული პირების შემოქმედებითი აქტივობის, პროფესიულ ზრდისა დაჯანსაღი, კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბების, ასევე, ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენისა და წახალისების, ეროვნული და საკაცობრიო ღირებულებების დანერგვისა დასაზოგადოებაში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობაა.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველთა განაცხადების მიღება 15 მაისს დაიწყო და 8 სექტემბერს დასრულდება.

კონკურსი ,,თბილისი’’ ,,თბილისობა-2017-ის’’ ღონისძიებების ფარგლებში გაიმართება და მასში მონაწილეობის მსურველებს დეტალური ინფორმაციის მიღება საკრებულოს ვებგვერდზე შეუძლიათ.