ძამას ხეობაში 2კილომეტრამდე გზას რეაბილიტაცია უტარდება

939

ძამას ხეობაში ასფალტის დაგება გრძელდება. ამჟამად, სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს. მიმდინარე წელს ადგილობრივებს 2 კმ სიგრძის ახალი გზა ექნებათ.

,,საბოლოო ჯამში გეგმა გვაქვს, რომ გზა ქოზიფამდე გავიყვანოთ, სულ 15 კმ მანძილზე. რთული რელიეფური პირობების გამო ახალი გზის გაყვანა ძვირი ჯდება და რესურსებს ეტაპობრივად ვანაწილებთ” – აღნიშნავენ ქარელის გამგეობაში.

გვერძინეთამდე ახალი გზა მალე დასრულდება. საერთო ჯამში, რაიონის მასშტაბით, ამ დროისთვის, 10 კმ სიგრძის მონაკვეთზე მუშაობენ.

სამუშაოები შიდა ქართლის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ, მისმა მოადგილემ სიმონ გულედანმა მუნიციპალიტეტის გამგებელ ზაზა გულიაშვილთან ერთად დაათვალიერა.

წყარო: შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი