ქუთაისში ხეების უნებართვოდ მოჭრისთვის კერძო მესაკუთრეს ჯარიმა ემუქრება

965

ქუთაისში ნიკეას მეორე შესახვევში, ჯანსაღი ხეები მოჭრეს. როგორც ცნობილი გახდა, მიწის ნაკვეთი წელიწად ნახევრის წინ გასხვისდა, კერძო მესაკუთრემ 6 ჯანსაღი ნაძვი მოჭრა. ფაქტი  მოსახლეობამ გააპროტესტა.

ხეების მოჭრის ფაქტს ადგილობრივი თვითმმართველობა გამოეხმაურა. როგორც ქუთაისის მერიის პრესსამსახური აცხადებს, იმ შემთხვევაში, თუ კერძო მესაკუთრეს ყველა საჭირო დოკუმენტაცია არ აქვს, სამსახური მიიღებს შესაბამის ზომებს და კერძო მესაკუთრის დაჯარიმების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს.

“ნიკეას ქუჩაზე კერძო მესაკუთრემ საკუთარ ტერიტორიაზე  5 კედარის ხე მოჭრა. ხეების მოჭრისათვის  მესაკუთრეს მერიიდან ნებართვა არ მიუღია. მეტიც, მას მიეცა რეკომენდაცია, მწვანე ნარგავების შენარჩუნების შესახებ. დღეს ადგილზე გავიდა ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახური, რომელიც შეისწავლის არსებულ ვითარებას და თუ კერძო მესაკუთრეს ყველა საჭირო საბუთი მოწესრიგებული არ აქვს, სამსახური მიიღებს შესაბამის ზომებს და მიმართავს სასამართლოს დაჯარიმების მოთხოვნით”.- აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

წყარო: ნიუპრესი