ბოდბის მონასტრის მთავარი შესასვლელიდან 200 მეტრის რადიუსში გარე ვაჭრობა აიკრძალა

1597

ქალაქ სიღნაღში, ქედელის დასახლებაში მდებარე ბოდბის წმინდა ნინოს მონასტრის მთავარი შესასვლელიდან 200 მეტრის რადიუსში ყოველი სახის გარე ვაჭრობა აიკრძალა. ცვლილება „სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში შევიდა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში გარე ვაჭრობა დაშვებულია ქუჩებზე, მოედნებსა და ტროტუარებზე, ასევე დასასვენებელ ადგილებში მცირე სტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან და არასტაციონარული კონსტრუქციებიდან.

აკრძალულია მალფუჭებადი საკვები პროდუქტებით (რძე, რძის პროდუქტები, თევზი, კრემიანი საკონდიტრო ნაწარმით და პურით) გარე ვაჭრობა.

გარე ვაჭრობის ნებადართული საქონელია: ჟურნალ-გაზეთები, წიგნები, ნახატები, სუვენირები და სხვა ხელნაკეთი ნივთები, ყვავილები, ხილ-ბოსტნეული მაღაზიის წინ, სეზონურად, გაზიანი გამაგრილებელი სასმელები და წყლები, ნაყინი, დაშვებულია ღია კაფეების მოწყობა.

წყარო: აიპრესი