ვაკის რაიონის გამგეობაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ახალი შემადგენლობის პირველი სხდომა გაიმართა

832

ვაკის რაიონის გამგეობაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ახალი შემადგენლობის პირველი სხდომა გაიმართა. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით განახლებულ საბჭოში ვაკის რაიონის უბნების წარმომადგენლები, გამგებლის მიერ მოწვეული ადამიანები, საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები გაწევრიანდნენ.

შეხვედრაზე ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ საბჭოს წევრებს გასულ წლებში განხორციელებული პროექტები და 2018 წლის გეგმები წარუდგინა. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა. დაიგეგმა მომდევნო სხდომა, რომელზეც საბჭოს წარმომადგენლები კონკრეტულ წინადადებებს წარადგენენ. შესაძლოა, ეს წინადადებები 2018 წლის პრიორიტეტების და განსახორციელებელი პროექტების თუ ღონისძიებების სიას დაემატება.

სამოქალაქო საბჭოს შემადგენლობაში არიან: მოჭადრაკე, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი, საქართველოს სახალხო არტისტი ნანული აბესაძე, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების” წარმომადგენელი ნინო ჩხობაძე, კულტურის მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე, მეწარმე თეიმურაზ ჭიჭინაძე, ექიმი, აკადემიკოსი როლანდ მახარაძე, მომღერალი ირმა სოხაძე, ვაკის რაიონის მცხოვრები ეკატერინე ნადირაშვილი, ამხანაგობის თავმჯდომარე, საქართველოს ეროვნული ფილარმონიის დირექტორი ვლადიმერ ხელაშვილი, ეროვნული ბოტანიკური ბაღის წარმომადგენელი, ბოტანიკური ბაღებისა და პარკების ასოციაციის პრეზიდენტი ჯიმშერ კერესელიძე, ივ. ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტის სტუდენტი ეკატერინე ჭელიძე, ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ ჯავახიშვილი, პროფესორი გულიკო მამულაშვილი, ომის ვეტერანი, იურისტი ზაური ალავიძე, დევნილი გუდაუთიდან მადონა ვეკუა, მომღერალი დავით აბესაძე.