ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობა ორჭოსანთან ხნულის გავლებას პირველი სექტემბრიდან იწყებს

795
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანთან სპეციალურ ჯგუფს აგზავნის.

ცხინვალის მედიის ცნობით, პირველი სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ინჟინრები ორჭოსანიდან ამძარინამდე ხნულს გაავლებენ.

დე-ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ეს იქნება ხანძარსაწინააღმდეგო ზოლი.

,,აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოები პირველი სექტრემბრიდან 30 სექტემბრამდე ჩატარდება. ანალოგიური სამუშაოები სოფელ არცევთან უკვე დამთავრდა” – აცხადებს ადგილობრივი უშიშროების სამსახურის პრეს-სამსახური.