ქვეწარმავლები, მრღნელები და გადათხრილი ქუჩა – მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

840

ქუთაისში ზაზა მალანიას ქუჩის მცხოვრებლები წყალმომარაგების კომპანიის მიერ მიტოვებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს აპროტესტებს.

მათი განცხადებით, წყლის კომპანიამ გადათხარა, გამოცვალა მილები და უკვე ორი თვეა, სამუშაოები მიატოვეს და კიდევ ერთი ქუჩა გადათხრილი დატოვეს.

ადგილობრივებს პრობლემას არა მხოლოდ გადათხრილი გზის საფარი, არამედ ყოფილი საგუბერნიო ციხეც უქმნით.

როგორც მალანიას ქუჩის მცხოვრებლები გამარტავენ, ყოფილი ციხის შენობიდან ქვეწარმავლები და მრღნელები გამოდიან. „მოგვაქციონ ყურადღება, ვიდრე ვინმე შეეწირება ამ ამბავს. ყოფილი ციხის შენობაში სრული ანტისანიტარიაა, გადმოდიან მღრნელები და ქვეწარმავლები. დახმარების თხოვნით რომ მივმართეთ რამდენიმე წლის წინ, მოვიდნენ და მხოლოდ გარედან შეწამლეს. თუმცა პრობლემა ისევ პრობლემად რჩევა“,-აცხადებს ადგილობრივი ჯემალ მალანია.

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული გზის მონაკვეთი დაზიანდა მილების ჩადების შედეგად და მისი რეაბილიტაცია წყალმომარაგების კომპანიამ უნდა უზრუნველყოს.

წყარო: ნიუპრესი