თბილისის განვითარების ფონდი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციას განაგრძობს

728

თბილისის განვითარების ფონდი ქალაქის ისტორიულ ნაწილში, შალვა დადიანის ქუჩა N32-N34-ში მდებარე 2 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. სამუშაოები პროექტ “ახალი ტფილისის” ფარგლებში, ისტორიული შენობების რეაბილიტაციის პროგრამის ნაწილია.

ამჟამად, ისტორიულ სახლებზე შემდეგი სამუშაოები მიმდინარეობს:
• შენობების სრული კონსტრუქციული გამაგრება ;
• არსებული აივნების და დეკორატიული ელემენტების რესტავრაცია, ხოლო დაზიანებული ხის დეტალების შეცვლა ახალი ანალოგიური ნაკეთობებით;
• ახალი კარ-ფანჯრების მოწყობა;
• დაზიანებული სახურავების მთლიანად შეცვლა და ახლის მოწყობა;
• შიდა და გარე საინჟინრო ქსელის შეცვლა (წყალმომარაგება, კანალიზაცია, ელ. მომარაგება, სუსტი დენები)
• ეზოს შიდა მხარეს არსებული ავარიული სახლის დემონტაჟი და ახლის მოწყობა.
თბილისის განვითარების ფონდი შალვა დადიანის ქუჩა N32 -ში მდებარე საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციას წლის ბოლომდე, ხოლო N34-ში ისტორიული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს 2018 წლის პირველ კვარტალში დაასრულებს.