გამგებლის წარმომადგენლები სოფლებში კონკურსის ნაცვლად ხელშეკრულებით დაინიშნებიან

839

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში ცვლილება შევიდა. საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავას განმარტებით, სიახლეა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში, რაც თავის მხრივ ადგილობრივ დონეზეც უნდა აისახოს. კერძოდ, თუ დღემდე ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობა საკონკურსო თანამდებობა იყო, ახალი რედაქციით, ისინი ხელშეკრულების საფუძველზე იმუშავებენ.

წყარო: ლაივპრესი